|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოს მედიასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსად თეონა მელქაძე დაინიშნა

 ქუთაისის საკრებულოს აპარატში კონკურსის შედეგად 6 თანამშრომელი შეირჩა, მათ შორის სამი განყოფილების უფროსი.

საკრებულოს მედიასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსად თეონა მელქაძე დაინიშნა, ადამიანური რესურსების მართვის უფროსად ეკა ნიკიფი,  ხოლო ადმინისტრაციული განყოფილების უფროსად ნინო კაკაბაძე შეირჩა.  

ასევე შეირჩნენ ადმინისტრაციული განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიაში), ადმინისტრაციული განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიაში, საქმისწარმოებისა და მოქალაქეთა მიღების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (საქმისწარმოების საკითხებში). 

ქუთაისის საკრებულოს მიერ გამოცხადებულ კონკურსის მეორე ეტაპზე, რომელიც გუშინ გაიმართა, 28 კონკურსანტიდან მხოლოდ 10 გამოცხადდა. 

კონკურსანტებს დღის ბოლომდე ელოდნენ. იმ დროისათვის როდესაც საკრებულოს წარმომადგენელი "ნიუპრესს" ესაუბრა, კონკურსზე მხოლოდ 8 წარმომადგენელი იყო მისული, რის შემდეგაც კონკურსზე კიდევ 2 კანდიდატი მივიდა.

კომისიას ვანო ჟორჟოლიანი ხელმძღვანელობდა, შემადგენლობაში კი მაია სვინტრაძე(საკრებულის იურიდიული განყოფილების უფროსი), მადონა არაბიძე (სამხარეო ადმინისტრაციის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) და ნინო კელენჯერიძე-მოწვეული სპეციალისტი შედიოდნენ.

 საკრებულოს აპარატში 6 განყოფილება შედის.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა