|
  • EUR 1 = GEL 3.0017
  • USD 1 = GEL 2.4402
|

ქუთაისის საკრებულოს კონკურსზე 23 კონკურსანტიდან მხოლოდ 8 გამოცხადდა

ქუთაისის საკრებულოს ვაკანტურ პოსტებზე გასაუბრება მიმდინარეობს. კომისია ივანე ჟორჟოლიანის თავმჯომარეობით, უკვე 8 აპლიკანტს გაესაუბრა, რომელთაც პირველი ეტაპი წარმატებით გაიარეს.

საკრებულოს პრესსამსახურის ინფორმაციით, საბუთების შერჩევით მეორე ეტაპზე 23 კონკურსანტი გავიდა, თუმცა დღეს გასაუბრებაზე მხოლოდ 8 გამოცხადდა. კონკურსანტებს  კომისიის მიერ ოქმის შევსებამდე გასაუბრებაზე მისვლის დრო აქვთ. კონკურსანტების გამოუცხადებლობის მიზეზი კომისიისთვის უცნობია. 

კენჭისყრის შედეგად შერჩეულ კანდიდატებს შეტყობინება ელექტრონულად და სატელეფონო შეტყობინების საშუალებით ეცნობებათ. გამარჯვებულების ვინაობა ოქმის შედგენის შემდეგ გახდება ცნობილი.

ქუთაისის  საკრებულოს აპარატში პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად  ღია და დახურული კონკურსი 14 დეკემბერს გამოცხადდა: აქედან სამი განყოფილების უფროსის პოსტია, (ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი, ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი,  მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი), ასევე ადმინისტრაციული განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიაში), ადმინისტრაციული განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (საკრებულოს კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიაში, საქმისწარმოებისა და მოქალაქეთა მიღების განყოფილების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (საქმისწარმოების საკითხებში).

კომისიის შემადგენლობაში ასევე არიან საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე მაია სვინტრაძე(საკრებულის იურიდიული განყოფილების უფროსი) მადონა არაბიძე კომისიის წევრი. (სამხარე ადმინისტრაციის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი) ნინო კელენჯერიძე-მოწვეული სპეციალისტი.

შეგახსნებთ, რომ ქუთაისის მერიაში გამოცხადებული კონკურსის მეორე ეტაპზე 6 აპლიკანტი არ გამოცხადდა. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი