|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოს "კონსერვატორები" მართავენ

ქუთაისის საკრებულოს სკანდალური წევრის ნანა კოსტავას მიერ ფრაქცია "კონსერვატორების" დატოვების შემდეგ,  ფრაქციაში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჩხიკვაძე გაწევრიანდა, რითაც ფრაქცია დაშლას გადაარჩინა. ამგვარად, ფრაქციაში საკრებულოს თავმჯდომარე ნიკა ლატარია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რამაზ ჩხიკვაძე და საკრებულოს წევრი და ფრაქციის თავმჯდომარე ნიკა ჩეჩელაშვილი გაერთიანდნენ. 

დღევანდელ სხდომაზე კი საკრებულომ საშტატო ნუსხაში ცვლილებები შეიტანა, რითაც "ქართული ოცნება - კონსერვატორების" ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილის შტატის გაუქმებით ბიუჯეტის ხარჯების დაზოგვის შესახებ გვამცნო.

"ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე თანამდებობის პირია, რის გამოც ფრაქციის თავმჯდომარტის მოადგილის შტატი გაუქმდა" - განუცხადა ჟურნალისტებს საკრებულოს წარმომადგენელმა ნინო კაკაბაძემ.

მისივე თქმით, ქუთაისის ბიუჯეტი კიდევ ერთი შტატის გაუქმებით დაიზოგა. საკრებულოს მეორე რანგის სპეციალისტის ავთანდილ ჯინჭარაძის სამსახურიდან წასვლის შემდეგ ადმინისტრაციულ სამსახურს მოაკლდა ერთი შტატი, რაც ბიუჯეტის დაზოგვის მიზნით განხორციელდა.

 ცვლილებების შედეგად ქუთაისის საკრებულოში 34 შტატიანი თანამშრომელი დარჩა. 

 ცნობისთვის, ქუთაისის საკრებულოში 5 ფრაქციაა, ამათგან 4 ფრაქცია უმრავლებობის შემადგენლობაშია - ფრაქცია "ქართული ოცნება",  "ქართული ოცნება -კონსერვატორები",   ფრაქცია  „ქართული ოცნება - მწვანეები“ და  ფრაქცია „ქართული ოცნება - მრეწველები." როგორც ფრაქციის თავმჯდომარის ასევე მოადგილის პოსტი ანაზღაურებადია,  რაც ფრაქციების სიმრავლის მთავარი მიზეზია.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა