|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულოს ახალი თავმჯდომარის ვინაობა მოკლე ხანში გაირკვევა

ქუთაისის საკრებულოს თავმჯდორის პოსტი ამ დრომდე ვაკანტური რჩება. ნიკა ლატარიას, რომელმაც საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი დატოვა, განცხადება საკრებულოს ფრაქციის "ქართული ოცნება -კონსერვატორები" დატოვების შესახებ არ გაუკეთებია. როგორც საკრებულოს თვმჯდომარის მოადგილე რამაზ ჩხიკვაძე აცხადებს, ლატარიას პოსტიდან წასვლა არ უკავშირდება კონსერვატორების პარტიის ოპოზიციაში გადასვლას. ფრაქციის დატოვებას არ გეგმავს არც რამაზ ჩიკვაძე. მისი განცხადებით, ის ფრაქციის წევრია, თუმცა პარტიის წევრი არ გამხდარა. ჩხიკვაძე ასევე უარყოფს საკრებულოს თამჯდომარის პოსტზე მის შესაძლო არჩევას.

"მე არც ერთი პარტიის წევრი არ ვარ, საკრებულოს ფრაქციაში "ქართული ოცნება-კონსერვატორები" მას შემდეგ გავერთიანდი, რაც ეს  ფრაქცია ნანა კოსტავამ დატოვა. რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარეობას, სამწუხაროა, რომ ამ პოსტიდან ნიკა წავიდა, ეს დანაკლისია ქუთაისითვის. გეტყვით, რომ  ჩემი კანდიდატურა ამ პოსტზე არ განიხილება", - განაცხადა რამაზ ჩხიკვაძემ. 

მისგან განსხვავევით, საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე მის შესაძლო არჩევას არ უარყოფს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია. როგორც შენგელია აცხადებს, გუნდი რასაც გადაწყვეტს, იმ გადაწყვეტილებას მიიღებს. 

 "პორველ რიგში, ბატონმა ნიკამ ბიუროს უნდა წარუდგინოს თავის განცხადება, შესაბამისად, რეგლამენტის მიხედვით, ბიურომ უნდა დაუჭიროს მხარი მოვალეობის შემსრულებელს, შემდეგ გუნდი გადაწყვეტს, ვისი კანდიდატურა შეირჩევა ამ თანამდებობაზე. გუნდი რასაც გადაწყვეტს, მეც იმ კანდიდატურას დავუჭერ მხარს", - განაცხადა ირაკლი შენგელიამ.

როგორც საკრებულოში აცხადებენ, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა მოკლე ხანში მოხდება.  უმრავლესობაში აღნიშნავენ, რომ ვაკანტურ პოსტზე  საკრებულოს ნებისმიერი წევრის კანდიდატურა შეიძლება დასახელდეს. საკრებულოს ფრაქციის "ქართული ოცნება" თავმჯდომარის მარეხი ნიჟარაძის განცხადებით, ბიუროს სხდომა ხვალ გაიმართება, სადაც გაირკვევა, ვინ გახდება საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებელი. 

"ეს არის უმრავლესობის გადასაწყვეტი საკითხი, ჯერჯერობით განხილვა არ ყოფილა. გითხრათ სიმართლე, ჯერ გუნდში არ შევთანხმებულვართ. ხვალ ბიუროს სხდომაზე მოხდება მოვალეობის დაკისრება, ამის შემდეგ ვიმსჯელებთ საბოლოო  კანდიდატურაზე, ეს შეიძლება უმრავლესობის ნებისმიერი წევრი იყოს", - განაცხადა მარეხი ნიჟარაძემ. 

შეგახსენებთ, ნიკა ლატარიამ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი რამდენიმე დღის წინ დატოვა. ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუკ გვერდზე განაცხადა. 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა