|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საკრებულოს "რესპუბლიკელი" დეპუტატი: "მხარს ვუჭერთ "ქართულ ოცნებას"

ქუთაისის საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოს სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები და  მოწოდებები გაჟღერდა. საკრებულოს წევრების "ეროვნული ფორუმიდან" გელა გაბადაძისა და  "რესპუბლიკური პარტიიდან" რობიზონ წინწკალაძის განცხადებით,  ისინი მხარს "ქართულ ოცნებას" უჭერენ. მათ ასევე საზოგადოებას მოუწოდეს, რომ მივიდნენ არჩევნებზე და შემოხაზონ #41. მათივე თქმით, "ქართული ოცნების" სამივე  კანდიდატი  ღირსეულია.  

"მე ხმარს ვუჭერ "ქართული ოცნების" კანდიდატებს და ჩემს პოზიციას ჩემს პარტიაში 99% იზიარებს,"-განაცხადა რობიზონ წინწკალაძემ.  შემდგომ კი განმარტა, რომ 99%-ში ისინი იგულისხმა, ვისთანაც შეხება აქვს.  გელა გაბადაძემ კი #41 შემოხაზვა მოუწოდა ყველას, რადაგან მისივე თქმით, რაც შეიძება ცოტა "ნაციონალი" მაჟორიტარი დეპუტატი უნდა შევიდეს საკანონდებლო ორგანოში

მოწოდებას ქუთაისის მერი შოთა მურღულიაც შეუერთდა. ქალაქის მერმა კითხვაზე, აღნიშნული მოწოდებისათვის  დაარღვიეს თუ არა მან და  საკრებულოს წევრებმა კანონი, განაცხადა, რომ საჯარო პირს აქვს უფლება გამოთქვას  საკუთარი მოსაზრება. მისივე თქმით, ასეთივე უფლება აქვთ საკრებულოს წევრებსაც.

ქალაქის მერის პოზიცია გაიზიარა საკრებულოს იურისტმა მაია სვინტრაძემაც და აღნიშნა, რომ დეპუტატებს მოწოდებით კანონი არ დაურღვევიათ.

განცხადებაში შესაძლო კანონდარღვევას ხედავს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტი, თუმცა ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება მოგვიანებით გაკეთდება.

საკითხთან დაკავშირებით "ნიუპრესი" საკრებულოს "'რესპუბლიკელ" დეპუტატს, ნატო ქათამაძეს დაუკავშირდა, რომელმაც კითხვაზე პასუხის გაცემას თავი აარიდა. ქათამაძემ აღნიშნა, რომ მას არ აინტერესებს რობიზონ წინწკალაძის განცხადება და არც კითხვის არსი ესმის. "ვერ ვხვდები, რას მეკითხებით?.. თქვენ რა უფრო გაინტერესებთ, ვეთანხები რობიზონ წინწკალაძეს, თუ ჩემი პოზიცია? ვერ ვხდები კითხვის არსს",-განაცხადა ქათამაძემ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა