|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

2006-2015 წლებში გასხვისებული ობიექტების კანონიერების შემსწავლელი დროებითი კომისია შეიქმნა

ქუთაისის საკრებულომ თვითმმართველობის მიერ 2006-2015 წლებში გასხვისებული მიწის ნაკვეთებისა და შენობა-ნაგებობების გასხვისების საკითხის შესწავლის მიზნით  დროებითი კომისიის დებულება  დაამტკიცა. ამ საკითხის განხილვას საკრებულოს სხდომაზე, როგორც მოსალოდნელი იყო, ხმაური მოყვა. საკრებულოს წევრი, ნატო ქათამაძე ითხოვდა კომისიის შემადგენლობისა და ხელმძღვანელის დანიშვნას. მისი  უკმაყოფილება ასევე გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ საკითხი სხდომაზე საკრებულოს აპარატის უფროსმა გამოიტანა. მისი განცხადებით, ამ კომისიის შექმნა მისი ინიციატივა იყო და საკითხიც მას უნდა გამოეტანა, რაზეც საკრებულოს თვმჯდომარემ დავით დვალმა განაცხადა, რომ ქათამაძე დემაგოგობს და ტელევიზიით აცხადებს, რომ საქმეს მხოლოდ ის აკეთებს, რაშიც ხელს ვერ შეუწყობს. მან ქათამაძეს სიტყვა რამდენჯერმე გააწყვეტინა და განაცხადა, რომ დეპუტატი დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე არ საუბრობდა, ამიტომ "არაკონტროლირებად" ადამიანს სიტყვას ვერ დაუთმობდა.
"ქალბატონო ნატო, თქვენ წარმოსახვით ქარის წისქვილებს ებრძვით, მოდით, "დონ კიხოტობას" დავანებოთ თავი და საქმე ვაკეთოთ", - განაცხადა დვალმა.
კომისიის შექმნას მხარი საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმაც დაუჭირეს, თუმცა ფრაქციის თავმჯდომარის, დავით გოგისვანიძის განცხადებით, კომისია უმოქმედო იქნება. მან ასევე შენიშვნა გამოთქვა ვადებთან დაკავშირებითაც. მისი თქმით, უმჯობესი იყო, კომისიას გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან გასხვისებული ქონების კანონიერებაც  შეესწავლა. ამის შესახებ კი საკრებულოს თავმჯდმომარის მოადგილემ ნიკა ლატარიამ განმარტა, რომ თვითმმართველობამ ობიექტების გასხვისება 2006 წლიდან დაიწყო. 
საკრებულოს დროებითი კომისია სამი თვის ვადით შეიქმნა. 
 
 
 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა