|
  • EUR 1 = GEL 2.8067
  • USD 1 = GEL 2.3895
|

ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი ოფიციალურად დარეგისტრირდა

მთავრობის  დღევანდელ სხდომაზე, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირის სტატუსითქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი დაფუძნდა და მართვის ორგანოების არჩევამდე, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის უფლება-მოვალეობებ განისაზღვრა.

კომპლექსზე სახელმწიფო კონტროლი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიენიჭა, თუმცა, საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობის ყველა ხარჯს ფონდიქართუსდაფარავს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ქუთაისის საუნივერსიტეტო კომპლექსი თანამედროვე ინფრასტუქტურითა და ტექნოლოგიებით აღჭურვილი საგანმანათლებლო სივრცე იქნება, რომელიც საქართველოში  უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას  უზრუნველყოფს.

 

 

 

 

 

ამ თემაზე: „ქუთაისი - საუნივერსიტეტო ქალაქი“ - რეალობა, თუ მორიგი დაპირება?

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი