|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"20 215 ადამიანს დენი ჩაეჭრა გადაუხდელობის გამო" - ქუთაისის სტატისტიკა გოგი წულაიასგან

 ქუთაისში, 7 თვის მონაცემებით,  20 215 ადამიანს დენი ჩაეჭრა გადაუხდელობის გამო - განაცხადა გოგი წულაიამ  "იმედის" გადაცემაში "ამომრჩევლის პირისპირ", სადაც ქუთაისის მერობის კანდიდატების დებატები გაიმართა.

გოგი წულაიას თქმით, კომუნალური გადასახადების გადაუხდელობის გამო  ქუთაისში ათასობით ადამიანი დარჩა წყლის ელექტროენერგიისა და გაზის გარეშე.

  "ქუთაისში, 7 თვის მონაცემებით, გადაუხდელობის გამო  20 215 ადამიანს დენი ჩაეჭრა,  12 ათასზე მეტ ადამიანს გაზის მიწოდება შეუწყდა,  500-მდე აბონენტს კი  წყლის.  7 521 ოჯახი დარეგისტრიტებულია სოციალურად დაუცველის სტატუსის მოსაპოვებლად, აქედან 2 725 უკვე მიღებული აქვს ეს სტატუსი. 820 მრავალშვიალიანი ოჯახია, საიდანაც 700 უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. 2 ბავშვია გარდაცვლილი შენობიდან აგურის ჩამოვარდნის შედეგად.

1300 დევნილი ოჯახი ქუთაისში ბინას ელოდება, 120 კორპუსია, რომელიც დაზიანებულია. მოსახლეობის 40 % ემიგრაციაშია და ათასობით ბავშვი უდედოთ იზრდება"-განაცხადა წულაიამ, რომელიც "თავისუფალი საქათველოს" მერობის კანდიდატია ქუთაისში.

ავტორი: ნიუპრესი