|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის შემოვლით გზაზე მრავალი დარღვევა დაფიქსირდა"

საავტომობილო გზების დეპარტამენტი მძღოლების საყურადღებოდ  განცხადებას ავრცელებს.

 დეპარტამენტი მძღოლებს შეახსენებს,  რომ 22 მაისიდან  მოქმედებს შეზღუდვები, რომელსაც სავალდებულოა, დაემორჩილონ.

"22 მაისიდან  დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტი (ქუთაისი-სამტრედიის მიმართულებაზე ) მოძრაობს ძველი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის გამოყენებით (ქალაქ ქუთაისის გავლით).

აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობა  ხორციელდება ცალმხრივად  (სამტრედია-ქუთაისის  მიმართულებაზე)

აღნიშნულ მიმართულებაზე დაფიქსირდა მრავალი დარღვევა და დაწესებული რეჟიმის დაუმორჩილებლობა, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საავტომობილო გზების დეპარტამენტი გთხოვთ, იმოძრაოთ საავტომობილო წესების დაცვით და დაემორჩილოთ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.  

ამჟამად   საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის  ქუთაისის შემოსავლელი–სამტრედიის მონაკვეთზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების განხორციელება მიმდინარეობს, რომელიც მოიცავს:

  • გარე განათების ქსელის მოწყობას
  • ხმაურიანი ზოლების  და დამატებითი საგზაო ნიშნების მოწყობას
  • ვიდეო–სამეთვალყურეო სისტემის მოწყობას

 სამუშაოების დასრულებისთანავე  ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგება ორმხრივად და მძღოლები შეძლებენ იმოძრაონ განათებული, კიდევ უფრო უსაფრთხო და გამართული ინფრასტრუქტურით. ამ დროისათვის საავტომობილო მიმოსვლა შსს საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით მიმდინარეობს"-ნათქვამის დეპატრამენტის განცხადებაში.

 

ქუთაისთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისი-სამტრედიის ავტობანზე 4 ადამიანი დაიღუპა

ქუთაისთან მომხდარ ავარიას ახალგაზრდა ცოლ–ქმარი ემსხვერპლა

ქუთაისი-სამტრედიის შემოვლით გზაზე მომხდარ ავარიას სამი ახალგაზრდა ემსხვერპლა

"როგორ შეიძლება ავტობანის ნაწილ–ნაწილ გახსნა, გზის ამდენჯერ გადაბმა–გადმობმა?!"

 პრემიერ-მინისტრმა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის 11-კილომეტრიანი მონაკვეთი გახსნა

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.35%
გაუარესდა - 50.51%
არ შეცვლილა - 14.14%
სულ - 99 ხმა