|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა სოლო კონცერტი გამართა

ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში სოლო კონცერტი გამართა.

კონცერტს ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ანსამბლის შემოქმედების მოყვარულები ესწრებოდნენ.

სახელმწიფო ანსამბლის წევრებმა მაყურებლის წინაშე წარადგინეს ქორეოგრაფიული და ფოლკლორული მუსიკის ნომრები. ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლი 2010 წელს დაარსდა. დღემდე 100-ზე მეტი კონცერტი აქვს ჩატარებული, მათ შორის მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში.

კონცერტი ქუთაისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა და კოვიდრეგულაციების დაცვით ჩატარდა.

ავტორი: ნიუპრესი