|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის სხვა ფუნქციით დატვირთვის შემდეგ, შესაძლებელია, პარლამენტის სხდომები თბილისში ჩავატაროთ"

ქუთაისის სხვა ფუნქციით დატვირთვის შემდეგ, შესაძლებელია პარლამენტის სხდომები თბილისში ჩავატაროთ, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ  კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, საკონსტიტუციო კომისიაში პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანის საკითხი დააყენეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა, მოწვეულმა ექსპერტებმა, ხოლო ხელისუფლების წარმომადგენლებს "ხმა არ ამოუღიათ", ვინაიდან ქუთაისელებისამდი იყო გარკვეული დაპირებები.

"ამასთან დაკავშირებით ყველა ამბობდა, რომ აბსოლუტურად არარეალურია, სახელისუფლებო შტოები იყვნენ სხვადასხვა ქალაქში. ეს ქმნის კოორდინაციის პრობლემას. მაგრამ ჩვენ არ დავთანხმდით კონსტიტუციაში იმის ჩაწერას, რომ პარლამენტი ყოფილიყო თბილისში - ერთი იმ მოტივის გამო, რომ ქუთაისელებს დავპირდით, რომ პრემიერის სიტყვები იყო, თუ გახსოვთ, რომ სანამ ქუთაისი არ აგუგუნდება და სხვა ელფერს არ შეიძენს, ჩვენ ასე არ მივატოვებთ. შეიძლება, დღესაც ვერაფერს ვმატებთ დიდს, მაგრამ სხვა ფუნქციით დატვირთვაზე ვსაუბრობთ და ეს პერსპექტივა გაჩნდება თუ არა, მერე შეიძლება თბილისში ჩავატაროთ სხდომები",- განაცხადა მდინარაძემ.

ამასთან, მან იურიდიულ ფაქტორსაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ არ არის უპრიანი პარლამენტის ადგილსამყოფელი ეწეროს კონსტიტუციაში, ამიტომ ეს დათქმა პროექტიდან ამოღებულია.

 

ავტორი: ნიუპრესი