|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს სუპერთასის მფლობელი გახდა

ქუთაისის "ტორპედომ" 2018 წელს პირველი ტიტული მოიგო.

 დაძაბულ შეხვედრაში კახა ჩხეტიანის გუნდმა ბოლო წუთებზე გატანილი გოლებით საჩხერის "ჩიხურას" სძლია.


უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ "ჩიხურამ" ანგარიში 77-ე წუთზე ირაკლი ბუღრიძის ეფექტური გოლით გახსნა და გამარჯვებასთან ახლოსაც იყო, თუმცა ქუთაისელებმა 86-ე წუთზე კუხიანიძის ძალისხმევით გაათანაბრეს, მსაჯის მიერ კომპენსირებულ წუთებზე კი ბურთი ლევან კუტალიამ გაიტანა და საქართველოს ჩემპიონს კიდევ ერთი ტიტული მოუტანა.


ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს მოქმედი ჩემპიონია და ამ გუნდმა საქართველოს სუპერთასის ტიტული პირველად მოიპოვა.

ავტორი: ნიუპრესი