|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის "ტორპედოს" საკითხთან დაკავშირებით სამმხრივი შეხვედრა დღეს გაიმართება

ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა დღეს გაიმართება. შეხვედრას ქუთაისის მერი,  "ტორპედოს" მფლობელი ზაალ ჩაჩავა და ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები დაესწრებიან. 

დღევანდელ შეხვედრაზე გაირკვევა, დაბრუნდება თუ არა საფეხბურთო კლუბი ქალაქის მფლობელობაში. 

საკითხი გუნდის გულშემატკივრების მღელვარების მიზეზია. მათ მიერ ზაალ ჩაჩავასათვის წაყენებული ულტიმატუმის თანახმად, მან კლუბი უნდა დატოვოს, რადგან ვერც ერთი პირობა ვერ შესასრულა. კლუბის პრეზიდენტის პოსტიდან წასვლის შესახებ განცხადებას ზაალ ჩაჩავა, სავარაუდოდ,  დღეს გააკეთებს.

"ტორპედოში" კრიზისული მდგომარეობაა შექმნილი, კლუბის მფლობელი ფინანსური საკითხების მოგვარებას ვერ ახერხებს, ფეხბურთელებს თვეობით მიუღებელი აქვთ ხელფასები, რის გამოც კლუბიდან წამყვანი ფეხბურთელები წავიდნენ. ანაზღაურება მიღებული არ აქვთ შემდეგ შემომატებულ მოთამაშეებს. ჩაჩავას მხოლოდ მცირე ნაწილი აქვს გადახდილი იმ 300 ათასი ლარიდან, რაც კლუბის შესაძენად უნდა გადაეხადა.

შექმნილი მდგომარეობის გამო, შესაძლოა, გუნდი ეროვნულ ლიგას გამოეთიშოს.

ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ შეხვედრა თბილისში გაიმართება.

 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა