|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის "ტორპედოში" ახალი ფეხბურთელი გამოჩნდა

ქუთაისის "ტორპედოს" კლუბში ახალი  ფეხბურთელი - ფრანკ მბარგა  გამოჩნდა.  24 წლის ფრანგი ფეხბურთელი კლუბში რამდენიმე თამაშს  გამართავს. ამის შემდეგ  გახდება ცნობილი, გააფორმებს თუ არა კონტრაქტს  ქუთაისის კლუბი ფრანგ ფეხბურთელთან.

 "ტორპეტოს" პრესსამსახურის ინფორმაციით, ფეხბურთელს რამდენიმე  წარმატებულ გუნდში აქვს ნათამაშები.   ის თავდაპირველად გერმანიის  "ჰოფენჰაინში" თამაშობდა, შემდეგ საბერძნეთში  უმაღლესი ლიგის გუნდში  გააგრძელა თამაში. მბარგა ასევე თამაშობდა  ბულგარეთში და ბოლოს, თურქეთის "ტრაპზონი 1461"–ში.

 ფეხბურთელი  ქუთაისის "ტორპედოში" იმ შემთხვევაში გააგრძელებს კარიერას, თუ კლუბის მოწონება დაიმსახურა. 

დღეს, ქუთაისის "ტორპედო"  თურქეთში პირველ საკონტროლო მატჩს გამართავს. ქუთაისელთა მეტოქე აზერბაიჯანის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელი "სუმგაითი" იქნება. შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება. თამაში მონაწილეობას ფრანკ მბარგაც მიიღებს.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა