|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ტურიზმის ცენტრში თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდა არ იგეგმება

ქუთაისის ტურიზმის ცენტრი ფუნქციონირებას ახალი წლიდან შეუდგება. ცენტრი ახალ წელს ახალი შენობითა და ახალი ხელმძღვანელით ხვდება. 5 დეკემბერს ცენტრის უფროსად ქუთაისის მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ტურიზმის სფეროში პაატა ლილუაშვილი დაინიშნა.

ლილუაშვილი გასულ წლებში მერიაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. მან თვითმმრთველობაში მუშაობა დიმიტრი კოპალიანის მერობის დროს დაიწყო.

ლილუაშვილი ახალ სამუშაო გარემოში ახალი იდეებით მიდის, თუმცა, ჯერჯერობით პროექტებზე საუბარი უჭირს და ამბობს, რომ პროექტებისა და სამუშაო გეგმის შესახებ პრეზენტაცია მოეწყობა. რაც დამანდვილებით შეუძლია თქვას, არის ის, რომ ყველა პროექტი ქალაქში ტურისტების მოსაზიდად იქნება შექმნილი.

რაც შეეხება ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს, ის ქუთაისის ცენტრში, მირზაანის ყოფილ შენობაში განთავსდება. სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.

მერის განცხადებით,  ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი საქართველოში ყველაზე დიდი ცენტრია.

გასულ თვეში საკრებულომ მხარი დაუჭირა, თვითმმართველობის გადაწყვეტილებას ტურიზმის ცენტრის ააიპად ჩამოყალიბების შესახებ.  ახლადდანიშნული ხელმძღვანელის მტკიცებით, არ მოხდება თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდა და ახალ შენობაში ის ადამიანები გადავლენ, რომლებიც მერიის ტურიზმის განყოფილებაში მუშაობდნენ. მათი რაოდენობა 10 თანამშრომლით განისაზღვრება.

პაატა ლილუაშვილის თქმით, ჯერ არ იცის რამდენი იქნება 2017 წლის ბიუეჯტი, თუმცა მერიამ 2016 წლის ბიუჯეტში შესული ცვლილებით ტურიზმის საინფორმაციო ცენტრს 10 000 ლარი გადაურიცხა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა