|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისისთვის საკმაოდ ბევრი საქმე გავაკეთე"-შოთა მურღულია

ქუთაისის მერი შოთა მურღულია მის მერობას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ მისი მისია შეასრულა. 

"მგონია, რომ საკმაოდ დიდი საქმე გავაკეთე. ჩემი მთავარი მიზანი, რაც იყო პოლიტიკური სტაბილურობა მომეტანა, ამას მივაღწიე. გნებავთ გადავამოწმოთ სტატისტიკით ჩემი მერობის დროს ყველაზე მეტი დაფინანსება მივიღეთ. ასევე მოვიპოვეთ ISO სერთიპიკატი. მე მგონი, რომ ჩემი მისია შევასრულე",-აცხადებს ქალაქის მერი.

შოთა მურღულია შემდეგი კვირიდან  მოსახლეობასთან შეხვედრებსა და ანგარიშს ჩაბარებას იწყებს. 

 შოთა მურღულიას განცხადებით, ჯერჯერობით, უცნობია ვის აირჩევს "ქართული ოცნება" მერობის კანდიდატად. მისი თქმით, აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სექტემბერში გახდება ცნობილი.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა