|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისმა ჭადრაკში საქართველოს გუნდურ ჩემპიონატს უმასპინძლა

 საქართველოს გუნდური ჩემპიონატი „დავით ჩირაძის მემორიალი“ 7, 8 და 10 წლამდე მოჭადრაკეთა შორის გაიმართა. 

ჩემპიონატმა სტარტი 1 დეკემბერს აიღო ტურნირი და 7 დეკემბერს დასრულდა. ჩემპიონატი შვეიცარული სისტემით 7 ტურად გაიმართა, სადაც 34 გუნდის 140-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა.

 გამარჯვებული გუნდების მოჭადრაკეები და მათი მწვრთნელები I, II, III ხარისხის დიპლომებით, მედლებით, თასებით და ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდოებით ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ, ვიცე-მერმა დავით ერემეიშვილმა, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა და იმერეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა დააჯილდოვეს.

შეჯიბრების ორგანიზატორები იყვნენ: ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა, საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია და იმერეთის ჭადრაკის ფედერაცია, ტურნირის მასპინძელი კი - ა(ა)იპ ქუთაისის სპორტული გაერთიანების #16 მაია ჩიბურდანიძის სახელობის ჭადრაკის სასპორტო სკოლა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა