|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიაში გერმანიის ელჩს უმასპინძლეს

 დღეს ქუთაისში გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში ბეტინა კადენბახი ჩავიდა. გერმანელი დიპლომატი ქუთაისში „ქართულ-გერმანული ცენტრის“ 20 წლის საიუბილეო ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას. ბეტინა კადენბახი მერიაში ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და იმერეთის ვიცე გუბერნატორებმა მიიღეს. შეხვედრაზე შოთა მურღულიამ მადლობა გადაუხადა ელჩს იმისათვის, რასაც ათეულობით წლებია, გერმანელი ხალხი ქართველებისთვის აკეთებს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ორი დღე აპირებს ელჩი ქუთაისში დარჩენას. ამით მან ხაზი გაუსვა, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქართულ-გერმანულ ურთიერთობებს. ამასთან ჩვენ ვისაუბრეთ ინვესტიციების მოზიდვაზე და სხვადასხვა პროექტებზე, რომელშიც გერმანიის მხარდაჭერის იმედი გვაქვს" -განაცხადა შოთა მურღულიამ.

ბეტინა კადენბახის თქმით, ის კმაყოფილია ქუთაისში სტუმრობით და აპირებს ყველა ღონისძიებაში მიიღოს მონაწილეობა, რაც „ქართულ-გერმანული ცენტრის“ 20 წლის იუბილისათვის არის დაგეგმილი. შეხვედრის დასასრულს გერმანელმა დიპლომატმა და ქუთაისის მერმა სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს ერთმანეთს.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა