|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისს რეგიონული განვითარების ფონდმა 10 926 138 ლარი გამოუყო

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ქუთაისში განსახორციელებელი პროექტებისათვის გამოყოფილი თანხის რაოდენობა დამტკიცდა, რაც 10 926 138 ლარს შეადგენს.

აღნიშნულის შესახებ დღეს განცხადება მერიის ინფრტასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის ტრანსპორტის და დასუფთავების სამსახურის უფროსმა გააკეთა. მალხაზ ბასილაძის განცხადებით,  თანხიდან 7 800 000 ლარი გზების ინფრასტრუქტურაზე დაიხარჯება, 149 000 ღვარსადენების კეთილმოწყობაზე, 340 000 ლარი კი ბაგრატის ტაძრამდე მისასვლელი კიბეების კეთილმოწყობას მოხმარდება. დარჩენილი თანხით კი კორპუსებამდე მისასვლელი გზების და შიდა ეზოების კეთილმოწყობა მოხდება.

ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტი დაახლოებით 50 მილიონს შეადგენდა.  ჯამში,  2016 წელს ქუთაისში სხვადასხვა პროექტებზე 61 მილიონი ლარი დაიხარჯება, აღნიშნული თანხა, შესაძლოა, წლის ბოლომდე კიდევ შეიცვალოს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი