|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"მზიური საქართველო" კონსტიტუციის შეცვლას მოითხოვს

  "მზიური საქართველოს" დამფუძნებელი ნიკო ნადირაშვილი ქუთაისში,  მოქალაქეებს შეხვდა. შეხვედრა ქალაქის ცენტრალურ ბულვარში პატრიოტული სიმღერებისა და ლექსების ფონზე წარიმართა. ნიკო ნადირაშვილი დამსწრე საზოგადოებას დაპირდა, რომ  ის აღადგენდა იმ კონსტიტუციას, რომელზეც  ზვიად გამსახურდიას დროს მუშოაბდნენ. 

"20 წლიანი ემიგრაციის შემდეგ მე დაბრუდი იმ იდეეით რომ საქართველოში. უნდა აღდგეს სამართლიანობა. ის ძველი კონსტიტუცია, რომელიც ძალადობრივი გზით მოსულმა ხელისუფლებამ შეგვიცვალა. მას შემდეგ არის, რომ საქართველო მივიდა ამ სიდუხჭირემდე. ჩვენ შევიკრიბეთ პროფესორებთან, მეცნიერებთან, გამოცდილ ხალხთან ერთად და ვამუშავებთ კონსტიტუციას, იმ კონსტიტუციას, რიმელიც ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას არ დააცალეს",- განაცხადა ნადირაშვილმა.

მისი განცხადებით, ის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

"ღმერთმა დამიფაროს, არჩევნებში მივიღო მონაწილეობა.  ჩვენ დავიწყეთ შეხვედრები ქუთაისიდან და ყველგან გავმართავთ მსგავს შეხვედრებს და მოსახლეობის მხარდაჭერით, ხელმოწერებით მე დარწმუნებული ვარ მივაღწევთ მიზანს",-განაცხადა მან.

 

  

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა