|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 26 მაისი ელექტრონული მუსიკისა და ფოლკლორული ანსაბლის კონცერტებით დასრულდა [VIDEO]

 დამოუკიდებლობის ღონისძიებები ქუთაისში  ცენტრალურ მოედანზე  გალა კონცერტმა დაასრულა, რომელიც  ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლმა გამართა. 

 

ელექტრონული მუსიკის კონცერტი "თეთრ ხიდის"  მიმდებარედ მოეწყო, სადაც  მონაწილეობა DJ Zapa, DJ Sumo, DJ Zurkin  და DJ  Machaidze  მიიღეს. ასევე ქუთაისელი მსმენელის წინაშე ერეკლე დეისაძე გამოვიდა, რომელმაც ძველი და ახალი სიმღერები შეასრულა. 

 

ქუთაისში დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე ღონისძიება მოეწყო. დილით რიონის სანაპიროზე ავტორალი გაიმართა, ასევე ქალაქის ცენტრალურ ბაღში გამოიფინა სამხედრო ტექნიკა. მოეწყო გასართობი ატრაქციონები ბავშვებისთვის. ყვავილებით შეამკეს მერაბ კოსტავას ძეგლი.

 

 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა