|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 300-მდე ოჯახს სოციალური დახმარება შეუჩერდა

ქუთაისში არსებული სოციალური საცხოვრისის ბინადრები მათთვის სოციალური დახმარების მოხსნას აპროტესტებენ. ისინი პროტესტის გამოსახატად ქალაქის მერიასთან მივიდნენ, უფრო ადრე კი სოციალური მომსახურების სააგენტოსთან შეიკრიბნენ და განმარტება ითხოვეს.
"სოციალური დახმარების თანხაზე ვართ დამოკიდებული, საჭმელი არ გვაქვს, მცირეწლოვან ბავშვებს ვზრდით, ველოდებოდით თანხის დარიცხვას, მაგრამ არ დაირიცხა, გვითხრეს, რომ დახმარება შეგვიწყვიტეს. სოციალური დახმარების ცენტრში მივედით. იქ გვითხრეს, ვინც სოციალურ დახმარებებზე ხართ მისული, ჩვენ ვერაფრით დაგეხმარებითო, წამოვედით მერიაში"-განაცხადა თამთა ფურცხვანიძემ.

აქციის მონაწილეების თქმით, სოციალურ საცხოვრისში დახმარება 80-მდე ადამიანს შეუწყდა. 

სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის ცენტრში გამარტავენ, რომ დახმარებები უბრალოდ შეჩერდა, რადგან მიმდინარეობს გეგმური შემოწმება, შემოწმების შემდეგ კი რომელთა ქულებიც უცვლელი დარჩება, დახმარებას მიიღებენ.

არსებული ინფორმაციით, ქუთაისში სოციალური დახმარება 300-მდე ოჯახს შეუჩერდა. ჯამში,  სოციალურ დახმარებას ქუთაისში 2 164  ოჯახი იღებს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა