|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან საინფორმაციო ვიდეოტაბლო განთავსდება

ქუთაისში არსებული კულტურული ძეგლების ერთგვარი ვიდეო ცნობარი გაკეთდება,  - ამის შესახებ ქუთაისის ვიცე მერმა ნინო თვალთვაძემ ტურიზმის საკითხებთან დაკავშირებით "ქუთაისის საინფორმაციო ცენტრის" მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე განაცხადა. 

 "ქუთაისის მერიის არქიტექტურის ააიპი ახორციელებს პროექტს სამეცნიერო არქივთან  და წერეთლის უნივერსიტეტთან ერთად, რომელიც გულისხმობს ქუთაისში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ ვიდეო და აუდიომასალის მოძიებას და მათ განთავსებას.  შეიქმნება ტაბლოები, სადაც ჩაიტვირთება ყველა ინფორმაცია, ვფიქრობთ,  პირველ ეტაპზე  კულტურული მემკვიდრეობვის 100 ძეგლის აღებას"-განაცხადა ნინო თვალთვაძემ.   

 მისი თქმით, ძეგლის შესახებ ხმოვანი ინფორმაცია ინგლისურ და  ქართულ ენებზე იქნება. 

პირველი სატესტო ვარიანტი წერეთლის  უნივერსიტეტის მეორე კორპუსის შესახებ მომზადდა. 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა