|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

 
ქუთაისში ავტომობილის დაჯახების შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა,   უბედური შემთხვევა საღამოს,  ე.წ ბალახვნის ხიდზე მოხდა, სადაც ავტომობილი ფეხით მოსიარულე სამ ადამიანს დაეჯახა, რომლებიც ხიდზე გადადიოდნენ.  ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი ადგილზე დაიღუპნენ. ერთი ბავშვი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. გარდაცვლილები სავარაუდოდ, დედა - შვილია. 
თვითმხილველების განცხადებით, მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა, როგორც  ცნობილი გახდა, ის სამართალდამცველებს თვითონ ჩაბარდა.
შსს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, გამოძიება  276 მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს.
 
 
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა