|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 წლის მოზარდი დაიღუპა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 11 წლის მოზარდი დაიღუპა, თანატოლი კი დაშავდა.
შემთხვევა გელათის ქუჩაზე მოხდა.  მსუბუქი ავტომანქანა  რკინის ჭიშკარს დაეჯახა, რომელიც ეზოში მყოფ ბავშვს დაეცა, რომელიც ამ დროს  ველოსიპედით გადაადგილებოდა. შემთხვევის შედეგად მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.

არსებული ინფორმაციით, მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია.
  შსს-ში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის 1-ლი და მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა