|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"წიგნების თაობა"- ახალი სივრცე ქუთაისელი ბავშვებისთვის

ქუთაისში ბავშვებისთვის ახალი სივრცე შეიქმნა. "წიგნების თაობა",- ასე ქვია კლუბს, სადაც ბავშვები სხვადასხვა ლიტერატურას ეცნობიან და დისკუსიებს მართავენ.

როგორც იდეის ავტორი სოფო საკანდელიძე  "ნიუპრესთან" საუბარში განმარტავს, ბავშვებისთვის მშვიდი და ლამაზი გარემოს შექმნა მისი წლების ოცნება იყო, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ აისრულა. 

"წლებია, ამ იდეაზე ვფიქრობდი და როგოც იქნა, ოცნება ავიხდინე.  დღეს  ჩვენს კლუბში 50 ბავშვია გაწევრიანებული.  ყველაფერი, რაც ოთახში გიზიდავთ, ჩვენი ხელით არის შექმნილი და გაკეთებული. ჩვენთან ბავშვები შეიყვარებენ კითხვას, გაიმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს. მიზანი არის ის, რომ  ბავშვებმა მშვიდ და თბილ გარემოში არა მარტო  იკითხონ  კლასგარეშე ლიტერატურა, არამედ გაიაზრონ ის. ასევე ირწმუნონ, რომ კითხვა არის საინტერესო და აუცილებელი",-ამბობს სოფო საკანდელიძე. 

"წიგნების თაობა" რუსთაველის #13-ში მდებარეობს. იდეის ავტორი სამომავლოდ კლუბის გაფართოვებას გეგმავს.

 

  

 

    

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა