|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს

ქუთაისში,  წყალტუბოს გადასახვევთან,  ჯავახიშვილის ქუჩაზე ბენზინგასამართი სადგური დააყაჩაღეს - აღნიშნულ ინფორმაციას "ნიუპრესს" ინფორმირებული წყარო აწვდის. 

 წყაროს ინფორმაციით, შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, გამთენიისას მოხდა. წაღებულია 6 ათასი ლარი, თუმცა დაზარალებულმა აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სამართალდამცავ უწყებას არ მიაწოდა. 

 შსს ინფორმაციას ადასტურებს. ფაქტთან დაკავშირებით კომენტარი მოკლე ხანში გაკეთდება.

 შეგახსენებთ, აღნიშნულ ბენზინგასამართი სადგურის განთავსებას მოსახლეობა აპროოტესტებდა, რის გამოც საქმე სასამართლოშიც განიხილებოდა. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა