|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში დაზიანებული ელექტრონული ბიბლიოთეკების შეკეთება ამ დრომდე არ დაწყებულა

ქუთაისში დაზიანებული ელექტრონული ბიბლიოთეკის შეკეთება ჯერ არ დაწყებულა. ბიბლიოთეკის დიდი და პატარა სტენდები გასული წლის ბოლოს დაზიანდა. მერია განმარტავდა, რომ მათი შეკეთება ბიუჯეტის დამტიცებისთანვე მოხდებოდა, თუმცა ამ დროისთვის სარეაბილიტაციო ხარჯების ოდენობა უცნობია. 

მერიის ინფორმაციით, პროექტზე უკვე მუშაობს ეკონომიკის სამსახური. მათივე ინფორმაციით, ფაქტზე ამ დრომდე მიმდინარეობს გამოძიება. 

პროექტის „ქალაქი - ბიბლიოთეკა“ ფარგლებში ქუთაისში ელექტრონული ბიბლიოთეკები ოქტომბერში დამონტაჟდა. ელექტრონული ბიბლიოთეკების კონსტრუქციების დამზადებისა და ქუთაისის მასშტაბით განთავსების სამუშაოებისთვის მერიამ 25 000 ლარი გამოყო. ტენდერის ფარგლებში ქალაქის  ქუჩებში მცირე და დიდი ზომის კონსტრუქციები განთავსდა.

 

ქუთაისში ელექტრონული ბიბლიოთეკის დიდი სტენდი დააზიანეს

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა