|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში უცხოური დელეგაციების მიღება ჩაიშალა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში დელეგაციების მიღება იგეგმებოდა, თუმცა ერთ-ერთი  სტუმრის შეუძლოდ გახდომის  გამო დელეგაციის მიღება გადაიდო.  ლიტველი გოგონა  სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

მოგვიანები კი ფესტივალის დაწყების გამო, რომელშიც დელეგაციის წევრები მონაწილეობდნენ ქუთაისის მერმა დელეგაციის მიღება ვერ შეძლო. 

დღესვე ქალაქში  კულტურული და სპორტული ღონისძიებებია დაგეგმილი. ცენტრალურ ბაღში ახალგაზრდა სპორტსმენები საჩვენებელ შეჯიბრებებს გამართავენ. მესხიშვილის თეატრში ფოლკლორის ფესტივალი იმართება, რომელშიც მონაწილეობას იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების ქორეოგრაფიული ანსამბლები იღებენ. 
26 მაისის ღონისძიებები ფოიერვერკითა და ბაგრატის ტაძრიდან ფრანების გაშვებით  დასრულდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა