|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ენერგეტიკის სამინისტროს მიერ ორგანიზებული ღონისძიება დაიწყო

ქუთაისში  დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაშია დაგეგმილი. ამ დროისთვის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ ორგანიზებული კონცერტი "თეთრი ხიდის" მიმდებარედ დაიწყო.

სცენაზე ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა დამსწრეებს დამოუკიდებლობის დღე მიულოცეს. კონცერტზე მონაწილეობას   DJ Zapa, DJ Sumo, DJ Zurkin  და DJ  Machaidze  ღებულობენ, დღის მეორე ნახევარში კი ქუთაისელი მსმენელის წინაშე ერეკლე დეისაძე გამოვა, რომელიც ძველ და ახალ სიმღერებს შეასრულებს. კონცერტი ღამის 12 საათზე დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკის სამინისტრომ ღონისძიების მოსაწყობად ქალაქის ისტორიულ უბანში სიმბოლურად ელექტროგადამცემი ანძა დადგა.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა