|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ფოტოკონკურსის "ილო" გამარჯვებულები გამოვლინდნენ

ქუთაისში ფოტოკონკურსის  "ილო" გამარჯვებულები გამოვლინდნენ. მეათე საიუბილეო წელს ტრადიციულად კონკურსს სამი გამარჯვებული ყავს.

ჟიურის გადაწყვეტილებით, კონკურსის პირველი ადგილის მფოლობელი გიორგი ჯანელიძე გახდა. მეორე ადგილი ხატია ჭარხალაშვილმა დაიკავა, მესამე ადგილზე კი მინდია ჩარქსელიანი გავიდა. მათ ფულადი პრიზები და სამახსოვრო სიგელები გადაეცათ. პირველი ადგილის მფლობელს სიმბოლურად "ილოს" ქანდაკება გადაეცა. 

გამარჯვებულები სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა. 

ჟიურის გადაწყვეტილებით, და-ძმა ანა და ევგენი ლეპსაიებს კონკურსის ერთგულებისთვის სპეციალური სიგელი გადაეცათ. ქუთაისის მერიის კულტურის განყოფილების წარმომადგენლის თამთა თურმანიძის განცხადებით, ისინი ყოველ წელს მონაწილეობენ კონკურსში. 

წელს კონკურისის თემა თავისუფალი იყო, მასში 30-მდე ავტორი მონაწილეობდა. მონაწილეები ძირითადად იმერეთის მუნიციპალიტეტებიდან იყვნენ. კონკურსში მონაწილეობდა ასევე გერმანიის წარმომადგენელი. 
 
 
 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი