|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, განჯის ქუჩის მცხოვრებლები კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ

ქუთაისში, განჯის ქუჩის მცხოვრებლემა აქცია გამართეს. ადგილობრივები კორპუსის მიმდებარედ ახალი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.

მათი თქმით, სამუშაოები სტარნდარტების დარღვევით მიმდინარეობს, ამასთან ნიადაგი არამდგრადია, რაც მეტ საფრთხეს ქმნის.

მათი თქმით, ტერიტოროაზე რეკრიაციულო ზონა უნდა მოეწყოთ, თუმცა გამწვანების ნაცვლად ადგილზე კორპუსი შენდება.

მცხოვრებლების თქმით, სამუშაოებს კომპანია "იბერია სტარ გრუპი" აწარმოებს, რომლის მფლობელის ოჯახის წევრიც ქუთაისის საკრებულოს წევრია.

ადგილობრივები კომპანიის ლობირებაში მერიასა და დევნილთა სამინისტროს ადანაშაულებენ. მათი თქმით, სამუშაოები სამინისტროს დაკვეთით მომდინარეობს.

კომპანიის იურისტის, თემურ მესხის ინფორმაციოთ, სამუშაოები ყველა საჭირო ნებართვით მიმდინარეობს, დაცულია სტანდსრტები და საფრთხეც არ არსებობს. მან ასევე არ დაადასტურა ბრალდება ადგილობრივი ხელსუფლების მფარველობასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ უკანონო მშენებლიბა გამორიცხულია.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა