|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში გელათის ქუჩის მცხოვრებლები გზის საფარის მოწესრიგებას ითხოვენ

ქუთაისში გელათის ქუჩის პირველი შესახვევის მცხოვრებლები კვლავ დახმარებას ითხოვენ. აღნიშნულ ქუჩაზე გზის სავალი ნაწილი იმდენადაა დაზიანებული, რომ გადაადგილება შეუძლებელი ხდება. პრობლემა განსაკუთრებით ნალექიან ამინდებში მწვავდება.

ადგილობრივები დახმარებას ქალაქის ახალ მერს თხოვენ.

“აქ ისევ ისეთი მდგომარეობაა და არაფერი შეცვლილა. ხომ მოვიდა ახალი მერი, მას ვთხოვთ,  ახლა მაინც გააკეთონ ეს ქუჩა“ ,-განაცხადა გელათის ქუჩის პირველი შესახვევის მცხოვრებმა.

როგორც ქალაქის მერიაში განმარტეს, აღნიშნულ მისამართზე წყლისა და საკანალიზაციო ქსელის მოწესრიგება იგეგმება, რის შემდეგაც გაკეთდება გზა.

“უკვე მიმდინარეობს დაპროექტება, რომლის მიხედვით მთელ ქალაქში იცვლება საკანალიზაციო ქსელი და კეთდება წყალარინების ახალი სისტემა,  პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე სამუშაოები სავარაუდოდ, წლის ბოლოს დაიწყება“,- განაცხადეს ქალაქის მერიაში.

გელათის ქუჩის პირველი შესახვევის მცხოვრებლებმა აღნიშნული პრობლემა რამდენი თვის წინ აქციით გააპროტესტეს.

ავტორი: ხატია ბანძელაძე