|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, გელათის ქუჩაზე ხანძარია

ქუთაისში, გელათის ქუჩაზე ხანძარია. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, დაიწვა საცხოვრებელი სახლის სხვენი.

ძლიერი ქარის გამო ცეცხლი საცხოვრებელ სახლსაც გადაედო. 

ამ დროისათვის ადგილზე იმყოფება სახანძრო-სამაშველო სამსახური რამდენიმე ეკიპაჟი. 

მეხანძრეები ცეცხლის კერების ლოკალიზებას ცდილობენ.

 შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი