|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "ჯაჭვის ხიდის" მიმდებარე ტერიტორია დასუფთავების აქციის ფარგლებში გაიწმინდა

ქუთაისის მერიის და მერიის სამსახურების ინიციატივით და ორგანიზებით ქალაქში დასუფთავების მასშტაბური აქცია გაიმართა.

დასუფთავების აქცია მოეწყო წითელი და ჯაჭვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე რიონის ნაპირზე და ქალაქის 12-ვე ტერიტორიულ ერთეულში.

დასუფთავების პროცესში მონაწილეობდნენ ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი ,,სპექტრი" პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი მხეიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი და საკრებულოს დეპუტატები,  სამაშველო სამსახურის და ა(ა)იპ სპეციალური სერვისების თანამშრომელები, ასევე მოქალაქეები.

ადგილზე დარიგდა საგანგებოდ ამ დღისთვის მომზადებული საინფორმაციო ბუკლეტები.

მერიის ინფორმაციით, დასუფთავების მასშტაბური აქციები ქუთაისში პერიოდულად გაიმართება.

 შეგახსენებთ, რიონის სანაპიროზე არსებული ანტისანიტარია სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა გააპროტესტეს და ხელისუფლების რეაგირება მოითხოვეს. ტერიტორიის პატრონობა გარემოს დაცვის სამინისტროს პრეროგატივა, რის გამოც სანაპიროს გაწმენდა თვითმმართველობამ  აქციის ფარგლებში განახორციელა.

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა