|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კინო "საქართველოს" გახსნაზე გრეგორი ლეპსი და თამრიკო გვერდწითელი იმღერებენ

ქუთაისში კინო "საქართველო" გრანდიოზული ცერემონიალით გაიხსნება. 

როგორც „ნიუპრესისთვის“ გახდა ცნობილი, ღონისძებას  კინოს მფლობელი ბიზნესმენი თენგიზ აბესაძე და რუსეთში მოღვაწე ცნობილი ქართველი ბიზნესმენები დაესწრებიან.

გახსნის ცერემონიალისთვის ქუთაისში ჩამოყავთ ცნობილი ქართველი და რუსი მომღერლები, მათ შორის თამრიკო გვერდწითელი და გრეგორი ლეპსი.

„ნიუპრესი“ მუშაობს თემაზე და დამატებით დეტალებს მოგაწვდით. შეგახსენებთ, რომ კინოს შენობა ქუთაისში რამდენიმე წლის განმავლობაში რეაბილიტირდებოდა.

კინო "საქართველო" 25 სექტემბერს გაიხსნება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა