|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში კორონავირუსით 30 წლამდე ქალი გარდაიცვალა

ქუთაისში კორონავირუსით 30 წლამდე ქალი გარდაიცვალა. მას ვირუსთან ერთად თანმხლები დაავადება - დიაბეტი ჰქონდა. ოჯახის ახლობლის გაცხადებით, მისი მდგომარეობა ბოლო დღეებში დამძიმდა.

“ერთი თვის წინ ძმა ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაეღუპა. სავარაუდოდ, პანაშვიდებზე დაინფიცირდა. ბოლო დღეებში მაღალი ტემპერატირა ჰქონდა, სუნთქვა გაუძნელდა. შაქარმა მოიმატა, რის გამოც ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს”,- ამბობს გარდაცვლილის ოჯახის წევრი.

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით  39 ადამიანი გარდაიცვალა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა