|
  • EUR 1 = GEL 2.9405
  • USD 1 = GEL 2.4863
|

"ჩვენ ამ არჩევნებით ქუთაისს ღირსება უნდა დავუბრუნოთ" - სამსონ გუგავა

ქუთაისში "ლეიბორისტულმა პარტიამ" მერობისა და საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

ლეიბორისტულმა პარტიის მერობის კანდიდატმა სამსომ გუგავამ ამომრჩევლებს საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარუდგინა. გუგავას თქმით, ლეიბორისტული პარტიას ჰყავს გუნდი, რომლებიც მზადაა ხალხის კეთილდღეობისთვის იზრუნოს.

„ლეიბორისტულმა პარტიამ თვითმმართველობის არჩევნებს ღირსების ბრძოლა უწოდა ჩვენ ამ არჩევნებით ქალაქს ღირსება უნდა დავუბრუნოთ, რომელიც წინა ხელისუფლებებმა აყარა. ჩვენი გუნდი მზად არის ქალაქის კეთილდღეობისთვის იბრძოლოს. ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავამთავროთ ჩანაცვლების პოლიტიკა და ხალხს წარვუდგინოთ პარტია, რომელიც მზად იქნება იზრუნოს მათ კეთილდღეობაზე“, -განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის" ქუთაისის მეორბის კანდდატმა სამსონ გუგავამ.

საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების სია კი ასე გამოიყურება:
გამოიყურება:
უქიმერიონის საარჩევნო ოლქი-მერაბ ჭუმბურიძე
ნიკეას საარჩევნო ოლქი-ირაკლი კიკვაძე
ავტოქარხნის საარჩევნო ოლქი-ზურაბ ძნელაძე
კახიანაურის საარჩევნო ოლქი-დავით სოფრომაძე
ვაკისუბნის საარჩევნო ოლქი-მირზა ბრეგაძე
ძელქვიანის საარჩევნო ოლქი-ნელი ცაბაძე
ქალაქ-მუზეუმის საარჩევნო ოლქი-გოჩა ნიკოლაძე
ავტომშენებლის საარჩევნო ოლქი-გაგი ახალაძე 
გამარჯვების საარჩევნო ოლქი-გიორგი ღვინიანიძე
საფიჩხიის საარჩევნო ოლქი-ნუგზარ ლომაშვილი

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2017 წლის 21 ოქტომბერს გაიმართება.

ავტორი: ხატია ბანძელაძე