|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ლიფტების რეაბილიტაცია და ახლის მონტაჟი იწყება

ქუთაისში ლიფტების რეაბილიტაციასა და ახლის მონტაჟისათვის ქუთაისის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში შპს " ბერძელქვა–20"–მა გაიმარჯვა. შპს შესრულებული სამუშაოებისთვის 288 988 ლარს მიიღებს. მიმწოდებელი ვალდებულია ლიფტების რეაბილიტაციის სამუშაოები განახორციელოს  ხელშეკრულების დადებიდან 70  დღის განმავლობაში. 

 საგარანტიო ვადა  2  წლით განისაზღვრა, რომლის განმავლობაშიც „მიმწოდებელი“ ვალდებულია საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ექსპლოატაციის პროცესში წარმოქმნილი ხარვეზების აღმოფხვრა.

ლიფტების რეაბილიტაციასა და ახლის მონტაჟს შპს "ბერძელქვა–20" 23 ივლისს დაიწყებს და 26 სექტემბერს დაასრულებს. 

როგორც ქუთაისის მერიის საბინაო სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ლევან დათიაშვილმა  "ნიუპრესს" განუმარტა, ლიფტების რეაბილიტაცია  ქალაქის მასშტაბით იმ კორპუსებში განხორციელდება, სადაც მოსახლეობამ თანადაფინანსების პრინციპით თანხის 10%–ს გადახდა მოახერხა.

ლიფტების გაუმართაობის გამო ხშირია უბედური შემთხვევები.  ბოლო შემთხვევა ქუთაისში რამდენიმე დღის მოხდა, რასაც 42 წლის მამაკაცი შეეწირა. 

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა