|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ ლიფტების რეაბილიტაციისათვის 131 903 ლარი გამოყო

ქუთაისის მერიის პროგრამა "კორპუსის" ფარგლებში ლიფტების რეაბილიტაცია მოხდება. ამ დროისთვის მერიამ ტენდერი 8 ლიფტის შესაკეთებლად გამოაცხადა, რისთვისაც 131 903 ლარი გამოყო.

მიმწოდებელი ვალდებულია ქუთაისში, ლიფტების რეაბილიტაციის სამუშაოები განახორციელოს ხელშეკრულების დადებიდან 35 კალენდარული დღის განმავლობაში.

პროგრამის "კორპუსის" ფარგლებში მიმდინარე წელს ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილია 1 280 300 ლარი, რასაც დაემატება რეგიონული განვითარების ფონდის მიერ გამოყოფილი თანხა.

პროგრამა რამდენიმე პროექტს მოიცავს და ამხანაგობების მიმართვის შემთხვევაში მერია თანადაფინანსებით ლიფტების, სადარბაზოების, გადახურვისა და პარაპატების რეაბილიტაციას ახდენს.

მერია სამუშაოების ღირებულების 90%-ს ანაზღაურებს, მოსახლეობას  მხოლოდ  10 %-ის გადახდა მოუწევს.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა