|
  • EUR 1 = GEL 3.1897
  • USD 1 = GEL 2.7137
|

ქუთაისში, მეორე ტურზე ამომრჩევლის 18 პროცენტი მივიდა

ქუთაისში ყველა საარჩევნო უბანი 20:00 საათზე დაიხურა. ქუთაისის 59 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.
როგორც ავთანდილ ოსეფაიშვილმა ჟურნალისტებთან განმარტა, 124 საარჩევნო უბანზე 27 427 ამომრჩეველი მივიდა, რაც 17.98 პროცენტს შეადგენს.
საარჩევნო კომისიაში სულ 3 საჩივარი შევიდა.
ქუთაისში საარჩევნო ყუთთან დღეს წინა ტურზე მისული ამომრჩევლის ნახევარი მივიდა.
პირველ ტურზე საერთო ამომრჩევლის 35% მივიდა. 
არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა "ნაციონალურმა მოძრაობამ".
 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი