|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, მეოთხე პოლიკლინიკაში 20-მდე თანამშრომელი კორონავირუსით დაინფიცირდა

ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის რაოდენობა იზრდება. მეოთხე შერეულ პოლიკლინიკაში 20-მდე თანამშრომელი დაინფიცირდა. მათგან ნაწილმა ვირუსი უკვე დაამარცხა, რვა თანამშრომელი კი ამ დრომდე კლინიკებში რჩება.

პოლიკლინიკის დორექტორის მოადგილის, ბესიკ მანჯგალაძის ინფორმაციით, თანამშრომლების დაინფიციების წყარო უცნობია, მათი მდგომარეობა კი,  საშუალო სიმძიმისაა. რაც შეეხება პოლიკლინიკის მუშაობას, ის ამ დროისთვის შეუფერხებლად მუშაობს.

პოლიკლინიკაში აცხადებენ, რომ ტესტებზე პრობლემა არ აქვთ და მოქალაქეებს რეგისტრაციის მიხედვით ემსახურებიან.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა