|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლების პროტესტი გრძელდება

ქუთაისში მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლების პროტესტი გრძელდება. 200-მდე თანამშრომელი მეორე დღეა აქციას მართავს და მუშაობაზე უარს აცხადებს.

ისინი ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. იქამდე კი პროტესტის შეწყვეტას არ გეგმავენ.

მათი თქმით, არ აქვთ სათანადო პირობები და აღჭურვილობა. მეტალურგიული ქარხნის თანამშრომლებს მხარდაჭერას პროფკავშირები უცხადებენ, ისინი აქციას ტყიბულიდან, ჭითურიდან და ზესტაფონიდან უერთდებიან.

აქციის მონაწილეები პროფკავშირების წარმომადგენლებთან ერთად საწარმოს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკების დაწყებას გეგმავენ.

მუშები რამდენიმე დღეა გაფიცული არიან, თუმცა  საწარმოში  სამუშაო პროცესი შეჩერებული არ არის.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა