|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მოქალაქეებს უფასო სამედიცინო გამოკვლევა ჩაუატარდათ

ქუთაისის #4  შერეულ პოლიკლინიკაში დღეს საქველმოქმედო სამედიცინო აქცია გაიმართა. მერიის ინფორმაციით, ნიკეას ადმინისტრაციულ ერთეულში, ქუთაისის მერის წარმომადგენლის მიხეილ ნავაძისა და უბნის მაჟორიტარი დეპუტატის, კახაბერ ბოჭორიშვილის ინიციატივით, სხვადახვა სახის სამედიცინო კვლევა ჩაუტარდა 80-მდე ადგილობრივს.  ადგილობრივებს დღევანდელი სამედიცინო აქციის პირობებში- ლაბორატორიული, ექოსკოპიური, რედგენოლოგიური და ულტრაბგერითი კვლევები ჩაუტარდათ. სამედიცინო აქცია იმ მოქალაქეებისთვის გაიმართა, რომელთაც სოციალურად დაუცველის სტატუსი შეუჩერდათ და სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფებიან. N 4 პოლიკლინიკის ხელმძღვანელის, ნინო ჩალაძის განცხადებით, ის მზადაა, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ყოველთვის ჩაერთოს მსგავსი ტიპის საქველმოქმედო აქციებში.
„მივესალმებით ადგილობრივი ხელისუფლების აქტიურობას და მზად ვართ ჩავერთოთ მსგავსი ტიპის აქციებში, რადგან ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობა ჩვენთვის პრიორიტეტულია.  ქუთაისის მეოთხე შერეული პოლიკლინიკა ემსახურება, როგორც ბავშვებს, ასევე მოზრდილებს და სთავაზობს მათ მრავალპროფილურ, ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურეობას. კლინიკაში მუშაობს 60-მდე სხვადასხვა პროფილის მაღალკვალიფიციური ექიმი,"-განაცხადა ნინო ჩალაძემ.
ნიკეას უბნის მაჟორიტარი დეპუტატის კახაბერ ბოჭორიშვილის განცხადებით, აქცია პერმანენტულ ხასიათს მიიღებს.
,,მსგავსი ტიპის აქციები ერთჯერადი არ იქნება და ის პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. მადლობას ვუხდი კლინიკის ხელმძღვანელობას და სამედიცინო პერსონალს გვერდით დგომისთვის“- განაცხადა ნიკეას უბნის მაჟორიტარმა დეპუტატმა საკრებულოში, კახაბერ ბოჭორიშვილმა.
პოლიკლინიკაში წელს იგეგმება, ახალი ტიპის სამედიცინო სერვისების დანერგვა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აპარატურის შეძენა.
 
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა