|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მოსახლეობამ წყალმომარაგების სამუშაოების გამო აქცია გამართა

ქუთაისში, გაფრინდაშვილის ქუჩის მოსახლეობამ აქცია გამართა და წყალმომარაგების ქვეკონტრაქტორი კომპანია "smk"-ს მიერ მათ ქუჩაზე წყლის მილების გაყვანა გააპროტესტა.

ადგილობრივების განცხადებით, მათ ქუჩაზე წყლის მილები ორი წლის წინ შეიცვალა და წყლის პრობლემა არ აქვთ, ამიტომ გაუგებარია, რატომ ხდება მილების შეცვლა. მათივე თქმით, მსგავსად სხვა ქუჩებისა, სამუშაოების შემდეგ კომპანია გზის საფარის აღდგენას არ მოახდენს, ამიტომ არ დაუშვებენ ქუჩის გადათხრას.

"ორი წლის წინ შეიცვალა მილები და წყალი ჩვეულებრივად მოგვწოდება. ახლა მოუნდათ ახალი მილების გაყვანა, არც გავუფრთხილებივართ, ისე დაიწყეს სამუშაოები. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ამ სამუშაოებს, რადგან მთელი ქალაქის მსგავსად მიატოვებენ ამ ქუჩასაც და არ გააკეთებენ გზას", -აცხადებენ ადგილობრივები.

აქციას შეუერთდა "ნაციონალური მოძრაობა". ორგანიზაციის წარმომადგენლის გიგა შუშანიას განცხადებით, ეს არის კორუფციის მაგალითი და კარგად ჩანს, როგორ ხდება ფულის არამიზნობრივი ხარჯვა. გიგა შუშანია პროკურატურას საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.

"მოსახლეობა ამბობს, რომ მათ პრობლემა არ აქვთ, მილებიც ახალი გაყვანილია. ეს არის მაგალითი იმისა, როგორ ხდება ფულის არამიზნობრივი ხარჯვა. მოვუწოდებთ პროკურატურას, დაინტერესდეს ამ თემით", - განაცხადა გიგა შუშანიამ.

კომპანია "smk"- წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ქუჩაზე ახალი, სხვა სისქის მილების გაყვანა ხდება, რის გამოც დაიწყო სამუშაოები.

აქციის გამო დღეს ქუჩაზე სამუშაოები შეჩერდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა