|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადა იმართება

ქუთაისში „მოსწავლეთა შემოქმედებითი ოლიმპიადა 2018 “დაიწყო.

 ოლიმპიადა წელს  ოთხი მიმართულებით იმართება: ქართული ხალხური სიმღერა, მხატვრული კითხვა, ქართული ესტრადა და ქართული ხალხური ცეკვა.

თითოეული კონკურსი ორ ეტაპს მოიცავს – შესარჩევსა და ფინალურ ტურებს.

ოლიმპიადა ქართული ხალხური სიმღერის კონკურსით გაიხსნა, რომელიც  ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში ჩატარდა.

ფინალურ ტურში ქუთაისის #7 საჯარო სკოლა; ქუთაისის #38 საჯარო სკოლა; გ.კვინტაძის სახ. კადეტთა სამხედრო ლიცეუმი; ქუთაისის #32 საჯარო სკოლა გადავიდნენ. 

დღეს ოლიმპიადის შესარჩევი ტური ქართული ესტრადაში გაიმართება. 

ოლიმპიადა  ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ „ქ. ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების" ორგანიზებით იმართება. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა