|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა მრავალათასიანი აქცია დასრულდა [VIDEO]

ქუთაისში ნამოხვანჰესის მოწინააღმდეგეთა აქცია დასრულდა. აქციის ორგანიზატორებმა სამოქმედო გეგმა გააჟღერეს და ხელისუფლებას ორკვირიანი ვადა მისცეს.
მათი თქმით, თუ ორ კვირაში არ შეაჩერდება ჰესის მშენებლობა, ისინი მწვავე პროტესტზე გადავლენ და მოახდენენ ცენტრალური მოედნის პიკეტირებას.
კომპანიის მუშაობის შესაჩერებლად კი ხვალიდანვე განახლდება პროტესტი და კომპანიის წარმომადგენლებს არ მისცემენ მუშაობის უფლებას.
აქციის ორგანიზატორთა თქმით, მომდევნო აქცია 14 მარტს გაიმართება და თუ საჭირო იქნება, ნამოხვაჰესის წინააღმდეგ მეტი ადამიანი გამოვა.
აქციას პოლიტიკური პარტიის წევრები, არასამთავრობო ორგანიზაციები და სასულიერო პირები შეუერთდნენ.
 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი