|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, ნიკეას ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს

ქუთაისში, ნიკეას ქუჩის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. ადგილობრივების განცხადებით, ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე,  საცხოვრებელ ბინასთან ახლოს, ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა  საფრთხეს უქმნით.

მათი თქმით, მშენებლობას შეეწირება სკვერიც, რომელიც მათთვის ერთადერთი მოსასვენებელი ადგილია.

„დაუშვებელია, ასეთ ადგილზე ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა, რაც საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეჩერდეს მშენებლობდა, რასაც, სავარაუდოდ, სკვერიც შეეწირება“,-აცხადებენ ადგილობრივები.


აქციაზე იმყოფებოდა ფირმის ხელმძღვანელი, რომელიც ბენზინგასამართ სადგურს აშენებს, თუმცა კომენტარი არ გააკეთა.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა