|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ნიკოლოზ დერიუგინსა და ზურაბ გრძელიძეს ვარსკვლავებს გაუხსნიან

 12 ოქტომბერს  ქუთაისის სპორტის სასახლესთან ვარსკვლავური ხეივნის გახსნა იგეგემება. პირველ ვარსკვლავებს ქალაქი ლეგენდარულ ქართველ კალათბურთელებს ნიკოლოზ დერიუგინსა და ზურაბ გრძელიძეს გაუხსნის.

ნიკოლოზ დეირუგინი დაიბადა 1959 წლის 30 აპრილს ქუთაისში. იყო მსოფლიოს ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის, ოლიმპიური თამაშების ბრიჯნაოს პრიზიორი,  ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, საკონტინენტთაშორისო თასის მფლობელი, საქართველოს ჩემპიონი, ბრინჯაოს პრიზიორი, სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი სპორტის დამსახურებული ოსტატი და  საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო კალათბურთელი.

ზურაბ გრძელიძე საქართველოს ჩემპიონი, ევროპის დინამიადის ჩემპიონი, პანამერიკული ტურნირის საუკეთესო მოთამაშე. ევროპის ჩემპიონი და სიმბოლური ხუთეულის წევრი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის, თბილისის "დინამოს“ ძირითადი შემადგენლობის წევრი, საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი. წლების განმავლობაში თამაშობდა ლეგენდარული კალათბურთელების გვერდით. 

ღონისძიება 12 სექტემბერს 17:00 საათზე გაიმართება.

 

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი