|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ორი ქუჩის რეაბილიტაციისათვის 15 მილიონ ლარს ხელისუფლებასთან სინქრონში მყოფი კომპანიები ხარჯავენ

ქუთაისში 2 ქუჩის სარეაბილიტაციოდ 15 მილიონი ლარი გამოიყო. ამ თემაზე "სტრატეგია აღმაშენებლის" გუნდის ქუთაისის მერობის კანდიდატმა ანდრო ლოსაბერიძემ ბრიფინგი გამართა.

,,კორონაპანდემიის პირობებში, როცა სკოლებში სველი წერტილების ელემენტარული ჰიგიენის პრობლემა გადაუწყვეტელია, როცა ელექტრონული მოწყობილობების და ინტერნეტის ხელმისაწვდომობა დაბალია, ხელისუფლება ორი ქუჩის სარეაბილიტაციოდ 15 მილიონის დახარჯვას აპირებს. ტენდერებიც ხელისუფლებასთან სინქრონში მყოფმა კომპანიებმა მოიგეს, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მოსაზრებას რომ ე.წ ,, ატკატების" ინტერესი და საარჩევნო ყულაბის შევსების თემა უფრო პრიორიტეტულია დამსხვრეული ოცნებების პარტიისთვის ვიდრე მოსახლეობის პრობლემების მოგვარება", - განაცხადა ანდრო ლოსაბერიძემ.

ქუთაისში აღმაშენებლის და წერეთლის ქუჩების რეაბილიტაცია უკვე დაწყებულია სამუშაოებს ,,ბლექსი გრუპი" და ,,აკორდ ჯორჯია" ასრულებს. ამასთან,  უკანასკნელს უამრავი დავალიანება აქვს, როგორც სახელმწიფოს ისე კერძო კომპანიების მიმართ. ჯამში 4, 5 კილომეტრი გზის დასაგებად 15 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა